თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტი „ჩვენი ყანჩელი" გაიმართა. საღამო კომპოზიტორის ხსოვნას მიეძღვნა. კონცერტის დაწყებას წინ გია ყანჩელის კადრების ჩვენება უძღვოდა. საღამოს პირველი ნაწილი კომპოზიტორის ცნობილ მელოდიებს დაეთმო. ყანჩელის სიმღერები ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, მიშო ჯავახიშვილმა და ზვიად მიჩილაშილმა შეასრულეს. კონცერტის მსვლელობისას მაყურებელს საშუალება ჰქონდა თვალი გადაევლო კადრებისთვის იმ ცნობილი ფილმებიდან, რომელთათვისაც მუსიკას გია ყანჩელი წერდა.
საღამო კომპოზიტორის რეკვიემით ალტისა და გუნდისათვის - „სტიქსით" დასრულდა.